კომენტარები

                                                     შეფასებები

"ჩუმი  ფერისცვალების ლამაზი, მხიარული და თან ცრემლისმომგვრელი ამბავი."
"უოლ  სტრიტ ჟურნალი"
"წიგნი, რომელსაც სულმოუთქმელად ფურცლავ და რომლის პერსონაჟებსაც თავგამოდებით გულშემატკივრობ."
"ინტერტეინმენტ  უიკლი"
"ფასეული  და დასამახსოვრებელი."
"ნიუ-იორკ თაიმს  ბუქ  რევიუ"
"საოცრება წლის საუკეთესო საბავშვო წიგნია"
slate.com
"პალაციოს წიგნი დიად თემებს აშუქებს. ეს არის ნაწარმოები, რომელიც ჩინებულად იკვლევს მეგობრობის, ვაჟკაცობის, შიშისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიკეთის ბუნებას.
"ჰაფინგტონ პოსტი"
"საყვარელი და მომთმენი ავგი, ასევე მისი ოჯახი და მეგობრები, მყარად   დაიმკვიდრებენ ადგილს მკითხველის გულში და ყველას დაგვაფიქრებენ იმაზე, თუ როგორ ვექცევით სხვებს."  
"უოუშინგტონ  პოსტი"
"2012 წლის გასაოცარი საგამომცემლო სენსაცია უთუოდ  გაივლის იმ გზას, რომელიც გაიარა მარკ ჰედონის წიგნმა "რა შეემთხვა ღამით ძაღლს" და კიდევ უფრო შორსაც წავა."
"თაიმსი" (ლონდონი)
"დაუჯერებლად მომხიბლავი. ძლიერი და ბრწყინვალე."
"ობსერვერი" (დიდი  ბრიტანეთი)
"ეს წიგნი სულს გიფორიაქებს...და მისი დასრულებისას მტკიცე გადაწყვეტილებს იღებ, უკეთესი ადამიანი გახდე...წიგნს ამაზე მეტი რა უნდა მოსთხოვო!"
"ინდეფენდენტი"(დიდი ბრიტანეთი)
" საოცრებას" სწორედ მაცდუნებელი უბრალოება და პატიოსნება აქცევს ესოდენ დასამახსოვრებელ წიგნად. ყოველი პერსონაჟი რეალური, კარგად დახატული და საოცრად ადამიანურია...მართლაც რომ მშვენიერი წიგნია."
ქრისტოფერ პოლ კერტისი,
"ნიუბერის" პრიზიორი, ავტორი წიგნისა "ბადს მეძახიან და არა ბადის."
"საოცრება" ჟეშმარიტად...საოცრებაა. იგი კარგად არის დაწერილი, მომხიბლავია და იმდენად სახალისო საკითხავი, რომ გვერდები თავისთავად იფურცლება. მეტიც: "საოცრება" მოულოდნელი სიხარულით აგივსებთ გულს და გაგაცნობთ ავგუსტ პულმანს- პერსონაჟს, რომელიც სამოდამოდ დაგამახსოვრდებათ. საჩუქარი უძღვენით საკუთარ თავს: წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ  შეიცვლება."
ნიკოლას სპარკსი,
საერთაშორისო ბესტსლერების ავტორი
" სიკეთითა და სიმართლით სავსე "საოცრება" გვეუბნება, რომ სილამაზე ყველგან უნდა დავინახოთ. ავგუსტ პულმანი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს."
რებეკა სტიდი,
"ნიუბერის" პრიზიორი, ავტორი წიგნისა "როცა ჩემამდე მოაღწევ"
"სიკეთისა  და სიმამაცის ლამაზი ისტორია. ამ  წიგნში ბევრი რეალური პერსონაჟია და ყოველ მათგანს აქვს ბრწყინვალების წუთი. ცხადია, ყველაზე მეტად  ავგი   ბრწყინავს."
                                                                                                                            კლეარ ვანდერპული,
"ნიუბერის" პრიზიორი, ავტორი წიგნისა "მთვარე ქალაქ მანიფესტის თავზე."
"საოცრება" ლამაზი ამბავია,რომელიც გულისტკივილზე,სიყვარულსა და სიცოცხლის ფასზე მოგვითხრობს. მისი წაკითხვის შემდეგ სურვილი გიჩნდება, უკეთესი ადამიანი გახდე."
                                                                           პატრისია რეილი გიფი, "ნიუბერის" პრიზიორი,
                     ავტორი წიგნისა "ლილის გზაჯვარედინი" და  "ჰოლისის  ტყეების სურათები"
"მართლაც რომ სანაქებო წიგნია."     
                                                                                                                              ტომ ანგლებერგერი
         ავტორი "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერისა "ორიგამი იოდას უცნაური შემთხვევა"
         
 "საოცრება" დიდი გულის მქონე წიგნია: იგი გვიჩვენებს, რაოდენ სუსტი, ნაკლოვანი და სრულყოფილად ლამაზი არსებაა თითოეული ჩვენგანი. ეს არის საოცარი მწერლის საოცარი წიგნი."
                   ხულია ალვარესი,
  ავტორი წიგნისა "როგორ გაუქრათ აქცენტი დებ გარსიებს"
"ეს არის ძვირფასი თვალივით  მოელვარე ამბავი, რომელიც ყველა ასაკის მკითხველს მოუწოდებს, უკეთესად მოიქცნენ და უკეთესნი გახდნენ, როდესაც საქმე სხვების ცხოვრებას ეხება. ეს წიგნი სულითა და გულით შემიყვარდა."
ტრუდი ლუდვიგი, სკოლაში ჩაგვრის საწინააღმდეგო მოძრაობის წევრი,
ავტორი წიგნებისა  "ჩემი საიდუმლო მჩაგვრელი", "ყოფილი მჩაგვრელის 
აღსარება", "შენზე უკეთესი" და  "ხუმრობა და სხვა არაფერი"
  • "სიკეთის, გამბედაობის და საკვირველების დაუვიწყარი ამბავი."
"კირკუს რევიუს" ვარსკვლავით აღნიშნული
  • "ათასში ერთხელ ახდენს ხოლმე პირველი წიგნი დიდ შთაბეჭდილებას. საოცრება იშვიათი ისტორიაა, რომელსაც ძალუძს თვალიც აგიხილოს და გულის თვალითაც დაგანახოს, რას ნიშნავს, როცა გამორჩეული ხარ იმით,რასაც ვერ აკონტროლებ, არადა შენ მხოლოდ ის გინდა, ბრბოში ჩაიკარგო.

"პაბლიშერის უიკლის" ვარსკვლავით აღნიშნული








































No comments:

Post a Comment